пятница, 24 июня 2016 г.

გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა

სამკუთხედის სახეები
სწავლების საფეხური
II საფეხური. VII კლასი
მოსწავლის პროფილი
6 მოსწავლე.
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალურობა/
ეს გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს  სამკუთხედების რაიმე დამახასიათებელი ნიშნით კლასიფიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

მათ.VII.11.
·         მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა,მათი სახეობის შედარება და კლასიფიკაცია.
·         მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების განხორიციელება და მათი გამოყენება ფიგურათა თვისებების დასადგენად.
·         მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ამოცანების ამოხსნა სამკუთხედებთან დაკავშირებული ცნებების და ფაქტების გამოყენებით.
·         მოსწავლეები  ამოიცნობენ გეომეტრიულ ფიგურებს,მათ შორის სამკუთხედებს მოახდენენ მათ კლასიფიცირებას გვერდებისა და კუთხეების მიხედვით. შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას და დამუშავებას სამკუთხედების შესახებ. შექმნიან და წარადგენენ პრეზენტაციას შერჩეულ აუდიტორიასთან.
წინასწარი ცოდნა




 სამკუთხედის აგება, მისი გვერდების, წვეროების და კუთხეების დასახელება.
    მონაკვეთის სიგძის გაზომვა.
    კუთხის გაზომვა ტრანსპორტირის საშუალებით და კუთხის სახის დადგენა(მახვილი,მართი,ბლაგვი.)
   წრფის მართობული წრფის აგება.   



შეფასების საგანი და პროცედურები


შევამოწმებ,რომ მოსწავლეებს შეუძლიათ:
1)სამკუთხედების კლასიფიკაცია გვერდების მიხედვით
2)სამკუთხედების კლასიფიკაცია კუთხეების მიხედვით
3)სამკუთხედში სიმაღლის აგება
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო(მათემატიკა მე-7 კლასი. გოგიშვილი ,ვეფხვაძე,ქურჩიშვილი) სამკუთხედის მოდელები,კომპიუტერი,პროექტორი,სახაზავი,ტრანსპორტირი,ფანქარი,ცარცი და დაფა.
გაკვეთილის მსვლელობა
გაკვეთილს ვიწყებთ დაფაზე გამოსახული  ABC სამკუთხედის კუთხეებისა და გვერდების დასახელებით.მოსწავლეები იხსენებენ სამკუთხედის  დასახელებებს( ABC,ACB,BCA,CBA,CAB,BAC),სამკუთხედების სახეებს კუთხეების მიხედვით.ასახელებენ სამკუთხედის გვერდებს.სამკუთხედების უტოლობის მიხედვით  ასახელებენ სამკუთხედის გვერდებს(სამკუთხედის ერთი გვერდი დანარჩენი ორი გვერდის ჯამზე ნაკლებია და სხვაობაზე მეტი). პარაგრაფში მოცემული მასალის ათვისების შემდეგ მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ სამკუთხდის ელემენტების აღწერა,ამოცნობა,სურათზე წარმოდგენა.შევახსენებ მოსწავლეებს,რომ გვერდებს და კუთხეებს ეწოდება სამკუთხედის ძირითადი ელემენტები.მოსწავლეები ასახელებენ სამკუთხედებს გვერდების მიხედვით(სხვადასხვა გვერდა,ტოლფერდა,ტოლგვერდა) აგრეთვე კუთხეების მიხედვით(მახვილკუთხა,მართკუთხა,ბლაგვკუთხა). მასწავლებელმა უღურადღებოდ არ უნდა დატოვოს მართკუთხა და ბლაგვკუთხა სამკუთხედების განსაზღვრებებთან დაკავშირებული კითხვები: რატომ აქვს მართკუთხა სამკუთხედს ერთი მართი კუთხე და რატომ-ბლაგვკუთხა სამკუთხედს ერთი ბლაგვი კუთხე(სამკუთხედის კუთხეების ჯამი უდრის 180°-სს) ამის შემდეგ ვსხნით თემის შესაბამის ამოცანებს.პროექტორისსაშუალებითეკრანზევაჩვენებ, მახვილკუთხა, მართკუთხადაბლაგვკუთხასამკუთხედებშიაგებულსიმაღლეებს.მოსწავლეებსდავყოფჯგუფებად. თითოეულჯგუფსდავურიგებსამკუთხედებისმოდელებსდავთხოვ, შეასრულონსაჭიროგაზომვებიდაგამოყონშესაბამისიჯგუფები:
     1.ტოლგვერდასამკუთხედები
     2.ტოლფერდასამკუთხედები
     3.სხვადასხვაგვერდასამკუთხედები

სეთივეთანმიმდევრობითმოვახდენთსამკუთხედებისკლასიფიკაციასკუთხეებისმიხედვით(მართკუთხა,ბლაგვკუთხა,მახვილკუთხა).ჯგუფებიმოახდენენნამუშევრებისპრეზენტაციას.მივცემ დამოუკიდებელ სამუშაოოს.  ბოლოს მოვახდენ მათ შეფასებას და  მივცემ მსგავს დავალებებს.


                                                  შეფასების  სქემა
        ინდიკატორები


კრიტერიუმები
   

     1 - 3

      4 -5


  6 - 8


    9 -10
სამკუთხედები გვერდების მიხედვით
მოსწავლე ცდილობს გაარჩიოს სამკუთხედი გვერდების მიხედვით მაგრამ ვერ ახერხებს.
არჩევს ზოგიერთ მათგანს გვერდების მიხედვით მაგრამ უშვებს შეცდომებს
არჩევს სამკუთხედებს გვერდების მიხედვით მაგრამ უშვებს ერთ-ორ შეცდომას
ახდენს სამკუთხედების კლასიფიკაციას გვერდების მიხედვით, იყენებს ამოცანების ამოხსნისას.
სამკუთხედები კუთხეების მიხედვით
მოსწავლე ცდილობს კუთხეების მიხედვით სამკუთხედების გარჩევა მაგრამ ვერ ახერხებს.
არჩევს ზოგიერთ სამკუთხედს კუთხეების მიხედვით, მაგრამ უშვებს შეცდომებს
ასახელებს სამკუთხედებს კუთხეების მიხედვით, მაგრამ უშვებს მცირე შეცდომებს
ახდენს სამკუთხედების კლასიფიკაციას კუთხეების მიხედვით
სამკუთხედში ნებისმიერი გვერდისადმი სიმღლის აგება
ცდილობს სიმაღლის გავლებას რომელიმე გვერდისადმი მაგრამ ვერ ახერხებს
აგებს სიმაღლეებს მაგრამ შეცდომით
აგებს სიმაღლეებს მცირედი ხარვეზით
იცის სიმღლის გავლება ყველა გვერდისადმი.

среда, 11 ноября 2015 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

 

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნუნუ მეტონიძე
რაიონი
ამბროლაური
სკოლა
ხვანჭკარის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
კულტურაში შერწყმული მათემატიკა
თემის შინაარსი
მოაწავლეები ინტერნეტისა და მოსახლეობის გამოკითხვის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას სოფელში არსებული (ამჟამად დანგრეული) კულტურული ძეგლის შესახებ. ჩაატარებენ ძეგლის გაზომვით სამუშაოებს,  მიღებული ინფორმაციის მიხედვით გამოთვლიან მის წარმოსახვით მოცულობასა და ზედაპირის ფართობს.
საგანი
ისტორია, მათემატიკა
დონე/კლასი  
 IX-XII კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
2-3 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მათ.IX.8. მოსწავლეს შეუძლია ფიგურების ან მათი ელემენტების ზომების მოძებნა, შეფასება და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას.მათ. XI.2.სხვადასხვა ხერხით ასრულებს მოქმედებებს ნამდვილ რიცხვებზე და აფასებს ამ მოქმედებების შედეგს მათ. XI.11. იყენებს სივრცული ფიგურის კვეთებსა და გეგმილებს სივრცული ფიგურის შესასწავლად მათ. XI.15. აკეთებს მონაცემთა ანალიზს და აყალიბებს დასკვნებს მათ. XII.1. წყვეტს პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემებს მათ. XII.5.პოულობს/აფასებს ფიგურების ან მათი ელემენტების ზომებს და იყენებს მათ პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას.ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: რუკაზე აღნიშნავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საეკლესიო და საგანმანათლებლო კერებს და აკეთებს იმ დისციპლინების ჩამონათვალს, რომლებსაც იქ ასწავლიდნენ; წერილობით აღწერს და ახასიათებს მის საცხოვრის დასახლებულ პუნქტში (ქალაქში,სოფელში,რაიონში)მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს(მაგ: თბილისელი მოსწავლე ახასიათებს ანჩისხატის ტაძარს ან ნარიყალას ციხეს,გორელი მოსწავლე ახასიათებს უფლისციხეს ან გორის ციხეს,ქუთაისელი მოსწავლე ახასიათებს ბაგრატის ტაძარს ...)ფუნქციების მიხედვით აჯგუფებს და რუკაზე აღნიშნავს მისთვის ნაცნობ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს(მაგ: საერო დანიშნულების-სასახლეები,აბანოები და ა.შ; საკულტო დანიშნულების-ტაძრები,ეკლესია-მონასტრები);
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეებს შეუძლიათ ნამდვილ რიცხვებზე ყველა არითმეტიკული მოქმედებების შესრულება, არჩევენ სივრცით ფიგურებს და პოულობენ მათ ზედაპირის ფართობს და მოცულობას.თეორიულ უნარ-ჩვევებს იყენებენ პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რომელი გეომეტრიული ფიგურები შეგიმჩნევიათ თქვენს გარშემო?
თემატური კითხვები
რას წარმოადგენს მართკუთხა პარალელეპიპედის გვერდითი წახნაგები?
შინაარსობრივი კითხვები
როგორ ვიპოვოთ სივრცითი ფიგურების ზედაპირის ფართობი და მოცულობა?


შეფასების გეგმა

შეფასების დროის ჩარჩო

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










მოსწავლეთა წინარეცოდნის დადგენა.
მოსწავლეთა მცდარი შეხედულებების წინასწარი დადგენა
21 საუკუნის უნარ- ჩვევების წინასწარი შეფასება

მასწავლებელი მოსწავლეებს უგზავნის შეკითხვებს ელექტრონულ ფორმატში და იღებსპასუხებს
დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე.
ორმხრივი ჩანაწერების ჟურნალი

მოსწავლეს ეხმარება სწავლის პროცესის გაანალიზებაში პროცესის თვითმონიტორინგში, თანამშრომლობით სწავლაში
მასწავლებელს ეხმარება კვლევის სწორი მიმართულების შენარჩუნებაში, მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფაში ( პროგრესის მონიტორინგი)
ჩეკლისტები: პრეზენტაციის, კვლევის, პოსტერის;
1.მოსწავლეები აკეთებენ ჩანაწერებს კვლევის დროს. 2.მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის შინაარსობრივ და თემატურ შეკითხვებს კონფერენციეი კონფერენციაზე განიხილება პროექტის გეგმა  რამდენად შესრულებადია

მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემიწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
თვითშეფასება
საგაზეთო რუბრიკა
ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავ ლე
რეფლექსია

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

არაფორმალურად,  მოსწავლეების შესაფასებლად გამოიყენეთ  შეკითხვების დასმა, ჟურნალების შეფასება და ჩანაწერები, რაც პროგრესის მონიტორინგში, უკუკავშირის უზრუნველყოფასა და სწავლების პროცესში შესწორებების შეტანაში  დაგეხმარებათ. პერიოდულად  დაგეგმეთ მოსწავლის კონფერენციები სწავლის პროგრესის შესაფასებლად და შესაბამისი უკუკავშირისთვის. მოაწოდეთ მოსწავლეებს საინფორმაციო ბიულეტენის ქულების მინიჭების გზამკვლევი და შეაფასეთ წარმოდგენილი სტატია. გამოიყენეთ მასწავლებლის და თანატოლთა კონფერენციები წარმოდგენილ სტატიებზე ინდივიდუალური უკუკავშირის მისაცემად, სანამ საბოლოო ვარიანტი საინფორმაციო ბიულეტენში განთავსდება.  დაურიგეთ მოსწავლეებს საკითხების ჩამონათვალი და საპროექტო რუბრიკა მულტიმედიური პრეზენტაციების მოსამზადებლად და შესაფასებლად. გამოიყენეთ საპროექტო რუბრიკა პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს შესაფასებლად.

სხვა საკითხები

საბაზისო უნარ-ჩვევები

•               ელექტრონული პრეზენტაციების და საგამომცემლო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
•               ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების გამოცდილება;
•               ათწილადების ცოდნა;
•               შეკრების, გამოკლების, გამრავლების და გაყოფის ძირითადი პრინციპების ცოდნა.

სასწავლო პროცედურები
მოსწავლეებს გავაცნობ სამოქმედო გეგმას, დავყოფ  ჯგუფებად გვაქვს ორი კამათელი. გავაგორებინებ მოსწავლეებს ორივე კამათელს და გავანაწილებ მათ  სხვადასხვა ჯგუფში, იმ რიცხვების ჯამის მიხედვით, რომლებიც მათ ორი კამათლის გაგორების შედეგად  ამოუვათ. მაგალითად, ის მოსწავლეები, რომლებიც ჯამში „შვიდს“ გააგორებენ, ერთ ჯგუფში განთავსდებიან. თუ ოთხი მოსწავლე გააგორებს „შვიდს“, წარმოიქმნება ორი პარტნიორული წყვილი.  ჯუფებმა ინტერნეტისა და მოსახლეობის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია სოფელში  არსებული(ამჟამად დაზიანებული) კულტურული ძეგლის შესახებ. მასალის დამუშავების შედეგად გამოუმუშავდებათ კვლევითი უნარები.მოსწავლეები ჩაატარებენ ძეგლიოს გაზომვით სამუშაოებს, მიღებული მონაცემების მიხედვით გამოთვლიან მის წარმოსახვით მოცულობასა და ზედაპირის ფართობს.მიახლოებით გამოთვლიან მთლიანი ტაძრის რამდენი  პროცენტია მიწის ფენით დაფარული.გამოთვლიან მანძილს სკოლიდან ტაძრამდე და მისი ეზოს პერიმეტრს. ყოველივე ეს ხელს უწყობს  მატემატიკის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას,ასევე  მოსწავლეები გაიმყარებენ ცოსნას ძეგლის ისტოპრიის შესახებ.









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
გამოვიყენოთ დამატებითი ნიმუშები, ინსტრუქციები და მოტივაციის ელემენტები.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

•               მარტივად დავწეროთ ათწილადებზე პრაქტიკული ამოცანების განმარტებები;
•               დავამატოთ მათემატიკური იმიჯები და განმარტებები მოსწავლის ლექსიკონის საბარათე ფაილს.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
•               დავავალოთ დაფის თამაშის მომზადება მოსწავლეებს, რომელიც მოიცავს მათემატიკურ ტერმინოლოგიას და ამოცანების ამოხსნას;
•               ვთხოვოთ მოსწავლეებს, შეადგინონ ათწილადებზე ტესტი მთელი ჯგუფისთვის.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.