გაკვეთილის მთავარი თემა
|
სამკუთხედის სახეები
|
სწავლების საფეხური
|
II საფეხური. VII კლასი
|
მოსწავლის პროფილი
|
6 მოსწავლე.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალურობა/
|
ეს გაკვეთილი ხელს შეუწყობს
მოსწავლეებს სამკუთხედების რაიმე დამახასიათებელი
ნიშნით კლასიფიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მათ.VII.11.
·
მოსწავლეს შეუძლია
გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა,მათი სახეობის შედარება და კლასიფიკაცია.
·
მოსწავლეს შეუძლია
გეომეტრიული გარდაქმნების განხორიციელება და მათი გამოყენება ფიგურათა თვისებების
დასადგენად.
·
მოსწავლეს შეუძლია
გეომეტრიული ამოცანების ამოხსნა სამკუთხედებთან დაკავშირებული ცნებების და ფაქტების
გამოყენებით.
·
მოსწავლეები ამოიცნობენ გეომეტრიულ ფიგურებს,მათ შორის სამკუთხედებს
მოახდენენ მათ კლასიფიცირებას გვერდებისა და კუთხეების მიხედვით. შეძლებენ ინფორმაციის
მოძიებას და დამუშავებას სამკუთხედების შესახებ. შექმნიან და წარადგენენ პრეზენტაციას
შერჩეულ აუდიტორიასთან.
|
წინასწარი ცოდნა
|
სამკუთხედის აგება, მისი გვერდების, წვეროების
და კუთხეების დასახელება.
მონაკვეთის სიგძის გაზომვა.
კუთხის გაზომვა ტრანსპორტირის საშუალებით და
კუთხის სახის დადგენა(მახვილი,მართი,ბლაგვი.)
წრფის მართობული წრფის აგება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შევამოწმებ,რომ მოსწავლეებს
შეუძლიათ:
1)სამკუთხედების კლასიფიკაცია
გვერდების მიხედვით
2)სამკუთხედების კლასიფიკაცია
კუთხეების მიხედვით
3)სამკუთხედში სიმაღლის
აგება
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო(მათემატიკა
მე-7 კლასი. გოგიშვილი ,ვეფხვაძე,ქურჩიშვილი) სამკუთხედის მოდელები,კომპიუტერი,პროექტორი,სახაზავი,ტრანსპორტირი,ფანქარი,ცარცი
და დაფა.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
გაკვეთილს ვიწყებთ დაფაზე გამოსახული ABC სამკუთხედის კუთხეებისა და გვერდების დასახელებით.მოსწავლეები
იხსენებენ სამკუთხედის დასახელებებს(
ABC,ACB,BCA,CBA,CAB,BAC),სამკუთხედების სახეებს კუთხეების
მიხედვით.ასახელებენ სამკუთხედის გვერდებს.სამკუთხედების უტოლობის მიხედვით ასახელებენ სამკუთხედის გვერდებს(სამკუთხედის
ერთი გვერდი დანარჩენი ორი გვერდის ჯამზე ნაკლებია და სხვაობაზე მეტი). პარაგრაფში
მოცემული მასალის ათვისების შემდეგ მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ სამკუთხდის ელემენტების
აღწერა,ამოცნობა,სურათზე წარმოდგენა.შევახსენებ მოსწავლეებს,რომ გვერდებს და კუთხეებს
ეწოდება სამკუთხედის ძირითადი ელემენტები.მოსწავლეები ასახელებენ სამკუთხედებს გვერდების
მიხედვით(სხვადასხვა გვერდა,ტოლფერდა,ტოლგვერდა) აგრეთვე კუთხეების მიხედვით(მახვილკუთხა,მართკუთხა,ბლაგვკუთხა).
მასწავლებელმა უღურადღებოდ არ უნდა დატოვოს მართკუთხა და ბლაგვკუთხა სამკუთხედების
განსაზღვრებებთან დაკავშირებული კითხვები: რატომ აქვს მართკუთხა სამკუთხედს ერთი
მართი კუთხე და რატომ-ბლაგვკუთხა სამკუთხედს ერთი ბლაგვი კუთხე(სამკუთხედის კუთხეების
ჯამი უდრის 180°-სს) ამის შემდეგ ვსხნით თემის შესაბამის ამოცანებს.პროექტორისსაშუალებითეკრანზევაჩვენებ, მახვილკუთხა, მართკუთხადაბლაგვკუთხასამკუთხედებშიაგებულსიმაღლეებს.მოსწავლეებსდავყოფჯგუფებად. თითოეულჯგუფსდავურიგებსამკუთხედებისმოდელებსდავთხოვ, შეასრულონსაჭიროგაზომვებიდაგამოყონშესაბამისიჯგუფები:
1.ტოლგვერდასამკუთხედები
2.ტოლფერდასამკუთხედები
3.სხვადასხვაგვერდასამკუთხედები
ასეთივეთანმიმდევრობითმოვახდენთსამკუთხედებისკლასიფიკაციასკუთხეებისმიხედვით(მართკუთხა,ბლაგვკუთხა,მახვილკუთხა).ჯგუფებიმოახდენენნამუშევრებისპრეზენტაციას.მივცემ დამოუკიდებელ სამუშაოოს. ბოლოს მოვახდენ მათ შეფასებას და მივცემ მსგავს დავალებებს.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий